როგორ მიმდინარეობს სწავლება

გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, ჩვენს საგანმანათლებლო სივცეში სტუდენტი სწავლობს უკვე ჩაწერილი ვიდეო ლექციებით. განსხვავებით ტრადიციული ლექციებისა, რომლებიც გრძელდება 40 წუთიდან 1 საათამდე, ჩვენ ვამოკლებთ თითოეულ გაკვეთილს 2-დან 20 წუთამდე. სწორედ ეს არის ის ეფექტიანი დროის მონაკვეთი, როდესაც სტუდენტს შეუძლია მაქსიმალური კონცენტრირება. ამ დროს, მას აქვს შესაძლებლობა გააჩეროს ვიდეო ნებისმიერ ადგილზე და გააგრძელოს ყურება მოგვიანებით, ან გადაახვიოს უკან და უყუროს მას თავიდან. ეს შესაძლებლობა სტუდენტს უნარჩუნდება მთლიანი კურსის დასრულების შემდეგაც. შესაბამისად, მას აქვს დროში განუსაზღვრელი სალექციო კურსი, რომელსაც ის დაუბრუნდება თუნდაც წლების მერე.

როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ლექტორი, კარგ სტუდენტს მაინც გაუჩნდება კითხვა. ზოგდად, ეს მართებულიცაა, რადგან 1 კითხვაზე გაცემული პასუხი აჩენს 10 ახალ კთხვას. ეს მისასალმებელია, მაგრამ მოითხოვს ლექტორის მუდმივ ჩართულობას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა კურსის ღირებულებას. ამიტომაც, ანდრომედას პლატფორმაზე თითოულ ლექციას აქვს საკთარი კითხვარი, სადაც ყველა სტუდენტს შეუძლია დასვას კითხვა, რომელიც გამოუჩნდება სხვა სტუდენტებსაც და ლექტორებსაც. როდესაც ლექტორი გასცემს პასუხს ამ კითხვას, პასუხიც გამოუჩნდება ყველას. ამიტომაც, პრაქტიკულად ყველა კითხვაზე, რომელიც შეიძლება გაგიჩნდეთ პასუხი უკვე გაცემულია ლექციების კითხვარები. 

ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ლექტორები მოდიან სპეციალურ სტუდიაში, სადაც ოპერატორები მას უღებენ. შემდგომ, იწყება ვიდეოს და ხმის მონტაჟი. ამ დროს, რეჟისორი ადგენს გრაფიკებს და ვიზუალურ ჩანართებს, რათა სტუდენტმა აითვისოს

დადებითი მხარეები

პროექტ ანდრომედას სივრცეში სწავლება არის ონლაინ – დისტანციური. ეს იყო ჩვენი გუნდის წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომელიც განპირობებულია რამდენიმე ძლიერი არგუმენტით.

უპირველესყოვლისა, ონლაინ განათლება გვაძლევს შესაძლებლობას ვასწავლოთ საქართველოს ისეთ რეგიონებში, სადაც არ არის სასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან შესაბამის დისციპლინებს. ჩვენი აზრით, ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაეუფლოს პერსპექტიულ პროფესიებს და გახდეს პროფესიონალი თავის საქმეში.

გარდა ამისა, ონლაინ განათლება უზრუნველყოფს კურსების ხელმისაწვდომობას ფინანსური თვალსაზრისით. ჩვენ შემთხვევაში, ლექტორს არ უწევს რუტინული საქმის შესრულება დღიდან-დღემდე, წლიდან-წლამდე. კურსებს ვიღებთ ერთხელ და შემდგომ უბრალოდ ვაახლებთ. ვინაიდან ლექტორს არ უწევს დროის მუდმივი ინვესტირება, გვეძლევა შესაძლებლობა შევთავაზოთ ისინი დაინტერესებულ ადამიანს მინიმალურ ფასად. ზოგადად, ჩვენი გუნდის კალკულაციების თანახმად, კურსის 10-დან 50 ლარამდე არის ოპტიმალური მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის.

ონალინ სწავლება ასევე მომგებიანია დროში განვრცობადობის თვალსაზრისით. ანუ, ამ მეთოდებით ლექტორი ერგება სტუდენტის განრიგს და არა პირიქით. ხშირია შემთხვევა, როდესაც ჩვენი სტუდენტები სწავლასთან ერთად მუშაობენ. შესაბამისად, მათ უწევთ უარის თქმა განათლებაზე მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ვერ ახერხებენ მოარგონ საკუთარი თავისუფალი დრო ლექციების განრიგს. ონლაინ სწავლების შემთხვევაში, ეს ფაქტორი ქრება – სწავლა ხდება მაქსიმალურად მორგებული სტუდენტის ინტერესებზე და ტვირთავს მას მხოლოდ იმ მოცულობით, რომელსაც აირჩევს თავად სტუდენტი. ზოგადად, ჯობს ყოველ დღე იმეცადინოთ თუდანც 10 წუთი, ვიდრე ჩაიქინიოთ ხელი სწავლაზე. 10 წუთიც პროგრესია, ხოლო დღე სწავლების გარეშე კი რეგრესი.