ფოტოს რეტუშირება

ჩვენთან ფოტოები არ მუშავდება შაბლონური წესით. რასაც ხედავთ, არის ხელით რედაქტირებული ფოტო, სადაც თითოეულ დეტალს ეთმობა ცალკე ყურადღება. ეს არსებითად განსხვავდება შაბლონური წესით რედაქტირებისგან, რადგან ყველა ადამიანის სახის და სხეულის ფორმა, კანის ფერი, და გამოსახულება ინდივიდულურია. შესაბამისად, ყველა საჭიროებს ინვიდუალურ მიდგომას. ამ სტილში მუშავდება ვარსკვლავების ფოტო სურათები.

ფოტოს ხარისხი არსებითად დამოკიდებულია განათებაზე. რაოდენ კარგი აპარატითაც არ უნდა იყოს გადაღებული სურათი, თუ განათება არ ვარგა, ფოტოც არ ივარგებს. განსაკუთრებით, ეს ჩანს, როდესაც ფოტოს რეტუშირება ხდება შაბლონური ინსტრუმენტებით. ზოგს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ განათება ასევე თამაშობს ძალიან დიდ როლს სახის გამომეტყველების და ფოტოს ხასიათის გადმოცემაზე. თუ თავდაპირველი განათების პირობები კარგია, ჩვენი დიზაინერი შეძლებს დაარედაქტიროს შუქის წყარო, ფერი და ინტენსივობა ისეთი ფორმით, რომელიც განსაკუთრებულად მოგიხდებათ.

არავისთვისაა საიდუმლო, რომ მომხიბვლელი ფოტო სოციალური მედიის პროფილზე მნიშვნელოვნად ზრდის დაინტერესებას ადამიანის მიმართ. ამავდროულად, ეს არის პირდაპირ დაკავშირებული კარიერულ შემოთავაზებებთან (ე.წ. ჰალოს ეფექტი), პროფილის პოპულარობასთან და უბრალოდ კარგ განწყობასთან. ყველას უნდა იყოს მომხიბვლელი და განუმეორებელი. ამ დროს, ბევრი სურათებზე კარგად არ გამოდის. ეს სავსებით ნორმალურია და ამან არ უნდა იქონიოს ნეგატიური გავლენა თქვენს განწყობაზე და თვითდაჯერებულობაზე. ჩვენ გამოვასწორებთ კამერის შეცდომებს და წარმოგადგენთ საუკეთესო ფორმაში.

სამწუხაროდ, აკნე და სხვა დერმატოლოგიური პრობლემები საკმაოდ გავრცელებულია. ამას აქვს მრავალი განმაპირობებელი ფაქტორი, მაგალითად ეკოლოგია, ჰორმონალური დარღვევები, არაჯანსაღი კვება, სტრესი და ა.შ. რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავალია ამ პრობლემების გადაჭრა, მაგრამ ზოგჯერ ეს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია.

ვიდრე მიაღწევთ საბოლოო შედეგს, შეგიძლიათ გამოიყენოთ კანის კორექციის ელექტრონული საშუალებები. არ არის აუცილებელი, რომ დროებითმა პრობლემამ იქონიოს გავლენა თქვენს სოციალურ პროფილზე და განწყობაზე.

პირობები

  • ფოტო უნდა იყოს ნორმალური ხარისხის. სამწუხაროდ, დაბალი ხარისხის ფოტოებს ვერ დავარედაქტირებთ.
  • ფოტოს რეტუშირება / რედაქტირება ხდება ჩვენი დიზაინერის შეხედულებისამებრ. როგორც პროცესზე, ასევე შედეგზე ზეგავლენას ვერ იქონიებთ.
  • თქვენ ირჩევთ მხოლოდ ფოტოს სტილს. დანარჩენს წყვეტს ჩვენი დიზაინერი.

სტილი 1
მეტი ფერი

სტილი 2
ნაკლები კონტრასტი

სტილი 3
არტისტული

  • სერვისი არ ითვალისწინებს ფოტოების გადაკეთებას.
  • სამუშაო ითვლება დასრულებულად, როდას ფოტოს მიიღებთ უკან.
  • დატვირთვიდან გამომდინარე, ფოტოს რედაქტირების ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 3 საათიდან 7 დღემდე.
  • ჩვენი კონტაქტი კონფიდენციალურია. დამუშავების შემდეგ, თქვენ მიერ გამოგზავნილი ფოტოები იშლება.

შეკვეთის პროცედურა

შეკვეთის გაფორმება ძალიან მარტივია. უბრალოდ დაგვიკავშირდით Facebook-ის მესენჯერზე და დანარჩენს პირადში დაგაკვალიანებთ.

ერთი ფოტოს რეტუშირება

0

ფასდაკლების პირობები

ამ გვერდის, ან შესაბამისი Facebook-ის პოსტის გაზიარებისთვის ერთჯერადად მიიღებთ 30%-იან ფასდაკლებას. ფასდაკლება მოქმედებს 1 ფოტოს რეტუშირებაზე.

5 ფოტოს რეტუშირების შემთხვევაში, ფასი იქნება 40 ლარი 50-ის ნაცვლად. 10 ფოტოს შემთხვევაში – 75 ლარი. მეტის შემთხვევაში პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად.

ჩვენ გვაქვს საკუთარი პორტფოლიო, რომელიც დაიდება პროექტ ანდრომედას ვებსაიტზე. თუ მოგვცემთ უფლებას დავდოთ თქვენი რეტუშირებული ფოტო, მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას. თუ მოგვცემთ უფლებას დავდოთ თქვენი ორიგინალური და რეტუშირებული ფოტოები, მაშინ ფასდაკლება იქნება 35%

თქვენ შეგიძლია მიიღოთ შემოსავალი ფოტოს რეტუშირების სერვისისგან. თქვენ მიერ მოყანილ თითოეულ კლიენტზე მიიღებთ 3 ლარს მისი თითო რეტუშირებული ფოტოდან.

დიზაინერის ამჟამინდელი დატვირთვა 85%