კიბერ უსაფრთხოება და ეთიკური ჰაკინგი – კურსი დამწყებთათვის

50.00 ლ 35.00 ლ

კურსის აღწერა

კიბერ უსაფრთხოების და ეთიკური ჰაკინგის კურსი გათვლილია ადამიანზე, რომელსაც სურს დაეუფლოს ორივე დისციპლინას, რათა მომავალში შეძლოს დასაქმება ამ განხრით. ეს კურსი აბსოლუტური დამწყებისთვისაა, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნა. კურსის გავლის შედეგად, სტუდენტი ჩამოყალიბდება პერსპექტიულ სპეციალისტად, რომელიც უკვე შეძლებს მუშაობის დაწყებას, ან დამოუკიდებელი სწავლის გაგრძელებას.

შესწავლის პროცესში მარტო არ იქნებით! თუ გაგიჩნდებათ კითხვები ამ კურსთან დაკავშირებით, ჩვენი ტექნიკოსები გიპასუხებენ 24 საათის ინტერვალში. ასევე, შეგიძლიათ ნახოთ სხვა სტუდენტების მიერ დასმული კითხვები და ჩვენი ტექნიკოსების პასუხები, რათა უფრო სიღრმისეულად შეისწავლოთ კიბერ უსაფრთხოების და ეთიკური ჰაკინგის სფეროები.

სერთიფიკაცია

კურსის დასასრულს გადმოგეცემათ სერთიფიკატი კურსის გავლის თაობაზე. ასევე, გვაქვს სერთიფიკატი კურსის გამოცდის ჩაბარების თაობაზე.

რას ისწავლით

  • კიბერ უსაფრთხოების სფეროში არსებული რისკების მიმოხილვა
  • კიბერ უსაფრთხოების განმარტება და მოქმედების სფეროები
  • ქსელის უსაფრთხოება – თეორია და პრაქტიკა
  • ეთიკური ჰაკერის ლაბორატორიის მოწყობა
  • უკაბელო ქსელის პაროლის ამოღება (Wifi-ს პაროლის გატეხვა)
  • უკაბელო ქსელის დაცვა ჰაკერული შეტევებისგან
  • ქსელის სკანირება და სისუსტეების აღმოჩენა
  • აღმოჩენილი სისუსტეების ექსპლუატაცია (კომპიუტერის დაჰაკვა დისტანციურად)
  • სისუსტეების აღმოფხვრა საკუთარ კომპიუტერზე
  • Man In The Middle შეტევები
  • საკუთარი თავის დაცვა Man In The Middle შეტევებისგან
  • სოციალური ქსელების მომხმარებლების (Facebook, Gmail და ა.შ.) ხელყოფა
  • საკუთარი ონლაინ ანგარიშების დაცვა ჰაკერებისგან
  • საკუთარი მავნებელი პროგრამის (RAT) დაწერა და ჩანერგვა სამიზნე კომპიუტერზე
  • კრიპტოგრაფია
  • მავნებელი პროგრამის დაკრიპტვა (ანტი-ვირუსმა რომ ვერ აღმოაჩინოს)
  • საკუთარი ანტი-ვირუსის და Firewall-ის გამართვა
  • ვებ-სერვერების და ვებ-საიტების გატეხვა
  • საკთარი ვებ-ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება
  • Darkweb-ში შესვლა და უსაფრთო გამოყენება

დამატებითი ინფორმაცია

ეს კურსი ასევე ხელმისაწვდომია Udemy-ზე. ბმული კურსზე: დააჭირეთ აქ

კურსებს შორის განსხვავება არ არის. Udemy-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ საბანკო ბარათის გამოყენებით, ხოლო პრეოქტ ანდრომედას ოფიციალურ ვებსაიტზე ქუჩის ჩარიცხვების ტერმინალით, ან ინტერნეტბანკით.

Course Features

  • Lectures 114
  • Quizzes 0
  • Duration 10+ საათი
  • Skill level დამწყები
  • Language ქართული
  • Students 290
  • Assessments Yes
ალექსანდრე არის ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ამავდროულად, ის არის სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის და კიბერ უსაფრთხოების ლექტორი. აქამდე ალექსანდრე იყო საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი. ვიდრე ის დაიკავებდა ხსენებულ თანამდებობას, ის მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლად. ამ პერიოდში ალექსანდრემ გაიარა კიბერ უსაფრთხოების და კიბერ დანაშაულის გამოძიების ტრეინინგები აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიუროს, გაერთიანებული სამეფოს სკოტლენდ იარდის და ოსლოს პოლიციის აკადემიაში. ალექსანდრე იცავს სადოქოტორო დისერტაციას ფრაიბურგის მაქს პლანკის უცხოეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის კვლევით ინსტიტუტში. მისი კვლევის თემა არის „ინტერნეტი, როგორც სოციალური კონტროლის მექანიზმი“. ის არის DAAD-ის და მაქს პლანკის საზოგადოების მრავალგზის სტიპენდიანტი. მისი ინტერესების სფეროები მოიცავს, მაგრამ არ არის შეზღუდული, კიბერ უსაფრთხოებით, კიბერ დანაშაულით, სამართალმცოდნეობით, კრიმინოლოგიით, სოციოლოგიით, ორიგრამირებით და ხელოვნური ინტელექტით.

Reviews

Average Rating

0
0 rating

Detailed Rating

5
0%
4
0%
3
0%
2
0%
1
0%
50.00 ლ 35.00 ლ