პროექტ ანდრომედას ბიბლიოთეკა

ძალიან კარგია, რომ ეწვიეთ ამ გვერდს. თქვენთვის გვაქვს მრავალი საინტერესო სახელმძღვანელო

კიბერ უსაფრთხოების და ეთიკური ჰაკინგის გზამკვლევი სპეციალისტებისთვის და დამწყებთათვის არის ანდრომედას პირველი წარმატებული პროექტი საქართველოს ბაზარზე. არსებობს სახელმძღვანელოს რამდენიმე გამოცემა.

პირველი გამოცემა იყო ყველასთვის უფასო. ერთადერთი წინაპირობა იყო ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ ობოლ ბავშვთა თავშესაფარში. ჯამში, წვდომა მიიღო 500-ზე მეტმა ადამიანმა.

მეორე გამოცემა იყო ფასიანი – 30 ლარი. გაიყიდა 1000-ზე მეტი ასლი. აღნიშნულ გამოცემაზე საავტორო უფლება შეიძნა ერთერთმა ქართულმა უნივერსიტეტმა და ამიერიდან ის იქნება ხელმისაწვდომი, როგორც  სამაგისტრო ლექციების კურსი. ყველამ, ვინც შეიძინა აღნიშნული სახელმძღვანელო, მიიღო დამატებითი წვდომა ჩვენი კიბერ უსაფთხოების და ეთიკური ჰაკინგის ვიდეო კურსზე.

ამჟამად სახელმძღვანელო აღარ არის გაყიდვაში. მესამე რედაქცია ჯერ არ დამოწმებულა.

ნებისმიერი მშობლისთვის საკუთარი შვილის უსაფრთხოება არის პრიორიტეტი. თუ რეალურ სამყაროში მშობელს შეუძლია დაიცვას მოზარდი უსიამოვნო გამოცდილებისგან, ეს ხდება გაცილებით რთული, როდესაც საქმე გვაქვს კიბერ სივრცესთან. უკანაკნელ განზომილებაში არსებობს უამრავი საფრთხე და ადამიანები, რომლებმაც არ იციან ამ საფრთხეებთან გამკლავება, სათანადოდ ვერ იცავენ საკუთარ შვილებს. სწორედ ამ მიზნით, შევიმუშავეთ ეს მოკლე გზამკვლევი, სადაც მოვუყარეთ თავი ძირითადი საფრთხეების ანალიზს და რეკომენდაციებს. 

გზამკვლევი უფასოა და ხელმისაწვდომია ყველასთვის.

 

0 -მდე
გადმოწერა

ჩვენი გადმოსახედიდან, პითონი არის მოწინავე პროგრამირების ენა. გარდა იმ გარემოებისა, რომ პითონი არის ხელოვნური ინტელექტის ენა, ის ასევე მარტივი მოსახმარებელია და შეიცავს უსასრულო ოდენობით უფასო ბიბლიოთეკას. სახელმძღვანელო ჯერ არ არის დასრულებული, თუმცა თქვენ შეძლებთ ჩაერთოთ შესწავლის პროცესში აბსოლუტურად უფასოდ. ეტაპობრივად გადმოწერის ბმული განახლდება და არსებულ შიგთავსს დაემატება ახალი სექციები.

 

0 -მდე
გადმოწერა

ეს სახელმძღვანელო გამოადგება ყველას, ვისაც სურს კიბერ უსაფრთხოების დისციპლინის შესწავლა, მაგრამ არ იცის საიდან დაიწყოს. ეს წიგნი შემუშავდა „Cisco“-სთან პარტნიორობით.

ისევე, როგორც ჩვენი სახელმძღვანელოების უმეტესობა, ესეც გერგებათ უფასოდ.

0 -მდე
გადმოწერა

ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოები

ეს სახელმძღვანელო გავრცელების უფლებით გადმოგვცა www.goalkicker.com-მა.
ყველა უფასოა! უბრალოთ დააწკაპუნეთ ყდაზე და გადმოწერა დაიწყება

.Net Framework

Algorithms

Android

Angular 2+

Angular JS

Bash

C

C++

C Sharp

CSS

Entity Framework

Excel VBA

Git

Haskell

Hibernate

HTML5

HTML5 Canvas

iOS Developer

Java

JavaScript

jQuery

Kotlin

LaTeX

Linux

MATLAB

Microsoft SQL Server

MongoDB

MySQL

Node.js

Objective-C

Oracle Database

Perl

PHP

Postgre SQL

PowerShell

Python

R (ხელოვნური ინტელექტის ენა)

React JS

React Native

Ruby

Ruby on Rails

Spring Framework

SQL

Swift

TypeScript

Visual Basic for Application

Visual Basic .NET

Xamarin .Forms

აქამდე თუ ჩამოხვედი... გეკუთვნის საჩუქარიც!

გაიმარჯვა  Guguni Kikvidze-ემ!

ავტორი ხარ?

შეგიძლია გამოიყენო ჩვენი ვებსაიტი შენ მიერ დაწერილი სახელმძღვანელოების გასავრცელებლად. შემოსავლების 100% იქნება თქვენი.